ანსამბლი “მოურავი” “არტ გენი 2017“-ზე წარდგა

თბილისში, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ქართული ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “არტ გენი 2017“ გაიმართა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური სიმღერები, ცეკვები, საბრძოლო ხელოვნება, სახალხო პოეზია, ხალხური იუმორი, რეწვა, ხალხური მედიცინა, კულინარია და ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქტების გამოფენები.
ფესტივალში მონაწილეობდა კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის გაერთიანებასთან არსებული მამაკაცთა ფოლკლორული ანსამბლი “მოურავი” (ხელმძღვანელი გივი ბახტაძე) და ქვ.ჭალის კულტურის სახლთან არსებული მამაკაცთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ქართლი’’ (ხელმძღვანელი ზაზა მენაბდიშვილი).
ღონისძიება კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები