საქართველოს პრეზიდენტმა იაპონიის ელჩი ტოშიო კაიტანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი მიიღო, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი დიპლომატიური მოღვაწეობისათვის, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველო -იაპონიის ურთიერთობა და ქვეყნებს შორის აქტიური ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობა განიხილეს.
გიორგი მარგველაშვილმა იაპონელ დიპლომატს საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობის განვითარებაში, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მუდმივ მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები