„ფოტოგრაფების საქმეზე“ დავით დევნოზაშვილი და ალექსანდრე მუხაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული, კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მოსამართლემ გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებები და დაადგინა, რომ დევნოზაშვილი, ჯაშუშობის ბრალის აღიარების მიზნით, ფოტორეპორტიორებზე ზეწოლას ახორციელებდა.
ამასთან, ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.