„ჩვენი დამოკიდებულება, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის კუთხით, უარყოფითია, გამომდინარე იქიდან, რასაც ვხედავთ ე.წ. ოკუპაციის ხაზზე“

“ჩვენი დამოკიდებულება, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის კუთხით, არის უარყოფითი, გამომდინარე იქიდან, რასაც ვხედავთ ე.წ. ოკუპაციის ხაზზე”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.
ლევან იზორიას განცხადებით, აღნიშნული ქმედებები მეტყველებს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ არ არის მზად, გადადგას ქმედითი ნაბიჯები დეოკუპაციის მიმართულებით.
“ჩვენი დამოკიდებულება, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის კუთხით, არის უარყოფითი, გამომდინარე იქედან, რასაც ვხედავთ ე.წ. ოკუპაციის ხაზზე. ეს ქმედებები მეტყველებს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ არ არის მზად, გადადგას ქმედითი ნაბიჯები დეოკუპაციის მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენც ადეკვატური ვართ ჩვენს ამ დამოკიდებულებაში”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
მინისტრი, აღნიშნული შეფასებით, „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთში ვიზიტს და რუსი დეპუტატების საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას გამოეხმაურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები