შსს-მ ქურდობის ფაქტი გახსნა

  შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ირაკლი გ. და 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 2014 წლის 23 იანვარს, გამთენიისას, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, თურქულ რესტორან „სელსებილ“-სა და მის გვერდით მდებარე ავტო-სარემონტო სახელოსნოში ფარულად შეაღწიეს, სხვადასხვა ნივთებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა თბილისსა და საგარეჯოში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად ირაკლი გ. თბილისში, აეროდრომის დასახლებაში, ხოლო გიორგი მ. საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში დააკავეს.
დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები: პორტატული კომპიუტერი, კომპიუტერის დინამიკები, ტოსტერი, დანების სალესი დანადგარი და ავტომანქანის ნაწილები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები