ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე აქვს

ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სენატორის ოფისი ავრცელებს. მძიმე დაავადება მაკკეინს გასულ კვირას თვალზე ჩატარებული ოპერაციის დროს აღმოუჩინეს.
საუბარია სიმსივნის მძიმე ფორმაზე. მაკკეინის მკურნალობის კურსი სხივურ თერაპიას და ქიმიოთერაპიას მოიცავს.
ჯონ მაკკეინს გასულ კვირას თვალიდან ჰემატომა ამოაჭრეს. სენატორის ავადმყოფობის გამო, კონგრესში ე.წ. ობამაქეარის გაუქმების მიზნით დანიშნული კენჭისყრა გადაიდო.
სენატორი ამჟამად სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. 2008 წელს ის აშშ-ის პრეზიდენტად იყრიდა კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები