ქართულმა ფოკლორულმა ანსამბლებმა შვეიცარიელები აღაფრთოვანა

შვეიცარიაში, ობვალდენის კანტონში, ტრადიციული მუსიკის  მე-12 ფესტივალი გაიმართა. ყოველ წელს  ფესტივალზე მხოლოდ ერთი სტუმარი ქვეყნის ფოლკლორი იყო წარმოდგენილი. წელს ფესტივალის სტუმარი ქვეყანა საქართველო იყო.
როგორც „კვირას“ ფოკლორის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, მგალობელ-მომღერალთა გუნდი ,,დიდგორი” და ტრიო ,,დები ზვიადაურები” თავად ფესტივალის ორგანიზატორმა, მარტინ ჰესისმა მიიწვია. მანამდე მან საქართველოში იმოგზაურა და ფესტივალის მონაწილეები თავად შეარჩია. ფოლკლორული მუსიკის ფესტივალი (Volkskulturfest) ოფიციალურად  ობვალდენის კანტონში, გიზვილის მუნიციპალიტეტში გაიხსნა.
4-დღიანი ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე მრავალრიცხოვან მოწვეულ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ობვალდენის კანტონის პრეზიდენტმა, მაია ბიუხი-კაიზერმა.
ფესტივალის გახსნას დაესწრო შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩი, ირაკლი ყურაშვილი. ქართულმა ანსამბლებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები შეასრულეს. თითოეულ კონცერტს ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო. ქართველმა და ადგილობრივმა მუსიკოსებმა ერთმანეთს შთაბეჭდილებები და გამოცდილება გაუზიარეს, რის შედეგადაც რამდენიმე ერთობლივი მუსიკალური ნომერი დაიბადა და მაყურებლის წინაშე ექსპრომტად შესრულდა. ,,დიდგორისა” და ,,დები ზვიადაურების” შესრულებამ მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. აღნიშნულ ღონისძიებას შვეიცარიული გაზეთი “Luzerner Zeitung”-ი გამოეხმაურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები