Batumi Music Festival იუნესკოს მაღალი პატრონაჟით ჩატარდება

ბათუმის მეხუთე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, Batumi Music Festival გაიმართება და, პირველად საქართველოს ფესტივალების ისტორიაში, იუნესკოს მაღალი პატრონაჟით ჩატარდება. ამ ინფორმაციას საქართველოს საელჩო საფრანგეთში ავრცელებს.
ელისო ბოლქვაძის მიერ დაარსებულ ფესტივალს,  2-8 სექტემბერს, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი “ლირა” უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ქართველი პიანისტის, იუნესკოს არტისტის, ელისო ბოლქვაძის მიწვევით, ბათუმს მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები ეწვევიან.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მსურველებს საქართველოს ყველა რეგიონიდან, გამორჩეულებს კი მიიწვევენ საზღვარგარეთ, სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამასა და კონცერტში. მათ ფესტივალის ფონდი დააფინანსებთ.
7 სექტემბერს ჩატარდება ახალგაზრდა ტალანტების კონკურსიც, სადაც გამარჯვებულებს ფულადი პრემიები გადაეცემათ.
ფესტივალის ფარგლებში საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად მუსიკალური არტბანაკი შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები