იშვიათი ქართული ხელნაწერების ნიმუშთა ასლები ნიუ-იორკში გამოიფინება

ნიუ-იორკის “Teatro Circulo” სამი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს ქართულ-ამერიკულ თეატრალურ ფესტივალს. თეატრის ფოიეში გამოიფინება იშვიათი ქართული ხელნაწერების ნიმუშთა ასლები.
ამის შესახებ ინფორმაციას ფესტივალის ორგანიზატორი ირინა გაჩეჩილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
„ეს იქნება თანამედროვე ქართული დრამატურგიისა და თეატრის უფრო ახლოს მიტანის ცდა ამერიკელ მაყურებლამდე.
ფესტივალი 6 აგვისტომდე გრძელდება.  ამ სამი კვირის განმავლობაში თეატრის ფოიეში გამოფენილი იქნება იშვიათი ქართული ხელნაწერების ნიმუშთა ასლები, რომელთა ჩართვა შესაძლებელი გახდა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დახმარებით”, – აღნიშნავს ირინა გაჩეჩილაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები