ტაო-კლარჯეთის მონაცემთა ბაზისა და კატალოგის წარდგენა გაიმართა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის ტაო-კლარჯეთის მონაცემთა ბაზისა და კატალოგის წარდგენა გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, პროექტი „ტაო-კლარჯეთი – ისტორიისა და კულტურის ძეგლები (გეოინფორმაციული სისტემა და ინტერაქტიური ვებრუკა)“, 2014-2016 წლებში, სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრის მიერ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
შეიქმნა ტაო-კლარჯეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა გეომონაცემთა ბაზა და გამოიცა კატალოგი.
ონლაინბაზა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. მკვლევრებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, ოპერატიულად მიიღონ წერილობით წყაროებსა თუ სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული ცნობები.
პროექტის ფარგლებში გამოცემული კატალოგი პირველი მცდელობაა, თავი მოუყაროს რეგიონის ძეგლებზე დიდძალ ინფორმაციას. წიგნს ერთვის ტაო-კლარჯეთში გადაწერილი ან უწინ აქ დაცული ხელნაწერებისა და რეგიონთან დაკავშირებული ისტორიული დოკუმენტების მოკლე კატალოგი. ასევე გამოცემაში წარმოდგენილია იმ ისტორიულ პირთა ლექსიკონი-ცნობარი, რომლებიც მოღვაწეობდნენ ტაო-კლარჯეთში ან რაიმე ფორმით იყვნენ დაკავშირებულნი რეგიონთან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები