თამარ ბერუჩაშვილი: ქართული დიპლომატის ამოცანა არ არის, რომ შიდაპოლიტიკურ დებატებში ჩაერთოს

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოხსენებულ რეფორმებზე ისაუბრა.
“დღეს ჩვენ განსაკუთრებული დავალება არ მიგვიღია. ეს პროცესი მიდის, მასში ყველა საელჩოა ჩართული, დღეს უბრალოდ პარლამენტის თავმჯდომარემ პირადად მოგვახსენა ამ რეფორმის შესახებ. ქართული დიპლომატის ამოცანა არ არის, რომ შიდაპოლიტიკურ დებატებში ჩაერთოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე მიდის დისკუსია, მნიშვნელოვანია, რომ ეს არის დემოკრატიული, ღია, გამჭვირვალე პროცესი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ: ჩვენი ამოცანა, ჩვენი პარტნიორობის ინფორმირებულობაა ამ პროცესის მიმდინარეობის შესახებ”, – აცხადებს თამარ ბერუჩაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე USAID-ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) მმართველობის და დემოკრატიის მიმართულების ხელმძღვანელს, ალექსანდრე სოკოლოვსკის შეხვდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმარს საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობის პროცესი და რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
ალექსანდრე სოკოლოვსკი საქართველოში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესით დაინტერესდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები