“სამეგრელოსთვის ეს ახალი სიცოცხლე იქნება, ხოლო ტურისტებისთვის ახალი შესაძლებლობები, რომ ულამაზესი ადგილი ნახონ”

„მნიშვნელოვანია, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ახალი პროექტი ახალი სიცოცხლე იქნება სამეგრელოსთვის, ხოლო ტურისტებისთვის დამატებითი შესაძლებლობები, რომ ულამაზესი ადგილი ნახონ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საკუთარ გვერდზე განხორციელებული პირდაპირი ჩართვის დროს ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ახალი პროექტი საბჭოთა ეპოქაში განხორციელდა, თუმცა მისთვის ენგურის ჰიდროელექტროსადგური ნიკო ნიკოლაძესთან, პროგრესულ და განვითარებულ საქართველოსთან ასოცირდება.
„როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მეამაყება, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი თავისი სიდიდით მსოფლიოს ხუთეულში შედის და საინტერესოა ახალი პროექტი, რომლის განხორციელებას მთავრობა გეგმავს. კერძოდ, ენერგეტიკისა და კულტურის სამინისტროები. ეს არის ტურისტული ზონის მოწყობა ენგურის კაშხალზე და ამ პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაიხარჯება. მნიშვნელოვანია, რომ სამეგრელოსთვის ეს ახალი სიცოცხლე იქნება, ხოლო ტურისტებისთვის ახალი შესაძლებლობები, რომ ულამაზესი ადგილი ნახონ“, – აღნიშნა ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა.
კახი კალაძე დარმწუნებულია, რომ დარგის განვითარება გაგრძელდება, რადგან ეს მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ეკონომიკისთვის და ახალი სამუშაოების ადგილების შექმნისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები