საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მრჩეველი საკუთარ მანდატს გასცდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე საკუთარ მანდატს გასცდა.
აღნიშნული განცხადებით, თალაკვაძე თენგიზ ფხალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
“პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მოხელე საკუთარ მანდატს მნიშვნელოვანწილად, გასცდა და ისეთი შეფასებები გააკეთა, რომელიც არ უნდა გაეკეთებინა. როდესაც საჯარო მოხელე თავს უფლებას აძლევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ამ ფორმით გააკრიტიკოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიური ვიზიტები მიმდინარეობს, მაღალი დონის დელეგაციები არიან ჩამოსული და ძალიან ბევრი ადამიანი ადევნებს თვალს, ვფიქრობ, ეს დამაზიანებელია, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის და იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის უნდა არსებობდეს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
18 ივლისს, თბილისში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – “ამბასადორიალი 2017 – შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში” ოფიციალურად გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები