მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს, თავისი მოხელის გადაცდომის გამო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის,თენგიზ ფხალაძის იმ განცხადებას, გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ელჩებს „პარტიული დავალებები“ მისცა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს, თავისი მოხელის გადაცდომის გამო. „ვფიქრობ, პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს, თავისი მოხელის გადაცდომის გამო. ალბათ, ოპოზიციურ ფრთაზე მიკერძოებული უნდა იყო, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებებში პარტიული დავალებები ამოიკითხო. ეს უკვე ინტერპრეტირების აქამდე ცნობილ ფარგლებსაც კი სცილდება. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელის ეს განცხადება შეურაცხყოფას აყენებს, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე, მთლიანად დიპლომატიურ კორპუსს, რომელსაც პრეზიდენტის მხარე პარტიულ აქტივად მოიხსენიებს. სწორედ ამის გამო, წესით, პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს, თავისი მოხელის გადაცდომის გამო, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსი შეურაცხყო“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები