ეკა ბესელია: ქალის მიმართ შეურაცხყოფა ნებისმიერი სტანდარტით მიუღებელია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ქალის მიმართ შეურაცხყოფა, ძალადობა და მუქარა გამოხატვის სრულიად მიუღებელი ფორმაა.
ამის შესახებ მან “ქართველთა მარშის” ორგანიზატორების მხრიდან თათია დოლიძის მიმართ მუქარის საკითხის შეფასებისას განაცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის ერთმა ჯგუფმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საჭიროა ასეთ საქმეებზე სამართლებრივი რეაგირებაც და საჭიროა მათ შორის, საზოგადოებრივი, ძალიან მყარი პოზიციის ჩამოყალიბებაც.
“რაც შეეხება ქალის მიმართ შეურაცხყოფას, ძალადობასა და მუქარას, ეს არის სრულიად მიუღებელი ფორმა გამოხატვის და ამ ფორმით არ უნდა ხდებოდეს განსხვავებული მოსაზრებების მიმართ პოზიციების გამოხატვა და განსაკუთრებით ისეთი დაუშვებელი ფორმებით, როგორიც ეს მოხდა საჯარო სივრცეში. ეს მიუღებელია ნებისმიერი სტანდარტით – სამართლისთვისაც, კანონისთვისაც, მორალისთვისაც და ჩვენი მენტალობისთვისაც”, – აღნიშნა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები