ირანის საელჩო ეროვნულ ბიბლიოთეკას აკაკი ხოშტარიას შესახებ მასალებს გადასცემს

19 ივლისს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელს, მიჯთაბა ქამრანფარდს შეხვდა. შეხვედრაზე ირანულმა მხარემ სურვილი გამოთქვა, ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდს ცნობილი ქართველი მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის – აკაკი ხოშტარიას ირანში მოღვაწეობის ამსახველი უნიკალური დოკუმენტების ციფრული ვერსია გადასცეს.
ეროვნული ბიბლიოთეკა ამ მასალას ემიგრაციის დარბაზში განათავსებს. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ხელნაწერების გაშიფვრაზე იმუშავებს.
ეროვნული ბიბლიოთეკისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, ჟურნალისტი თამარ თაგვაძე და რეჟისორი ბესიკ გაფრინდაშვილი ამზადებენ აკაკი ხოშტარიას შესახებ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში დამუშავებული ეს უნიკალური მასალა იქნება გამოყენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები