ლექტორის ემოციური წერილი ბიძაშვილის მიერ მოკლულ 19 წლის ანა ხელაძეს

ბიძაშვილის მიერ დანით მოკლულმა ანა ხელაძემ, გარდაცვალებამდე, უნივერსიტეტის ლექტორს სამახსოვროდ, დაფაზე ნახატი დაუტოვა.
„მე შეგპირდით, რომ ამ ნახატს სექტემბრამდე არ წავშლიდი. ახლა გპირდებით, რომ მე მას არასოდეს წავშლი!“ – ამ სიტყვებით ეხმაურება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი თამაზ ზერეკიძე მისი სტუდენტის, ანა ხელაძის მკვლელობის ფაქტს.
თამაზ ცირეკიძის ინფორმაციით, 19 წლის ანა ხელაძე მისი ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყო.
„ამ დღეებში თავზარი დამცა გავრცელებულმა ინფორმაციამ სტუდენტი გოგონას საზარელი მკვლელობის შესახებ. დღეს გავიგე, რომ თურმე საუბარია ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო, გამორჩეულ სტუდენტ გოგონაზე… ანა, სემესტრის ბოლოს ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა ერთმანეთთან განშორება. კათედრაზე დაფის ზედა კუთხეში თქვენ სამახსოვროდ დამიტოვეთ ნახატი – მოფარიკავე კაცუნა, რომელიც ჩვენს ურთიერთობაში უკვე სიმბოლური შინაარსის მქონე იყო. მე შეგპირდით, რომ ამ ნახატს სექტემბრამდე არ წავშლიდი. ახლა გპირდებით, რომ მე მას არასოდეს წავშლი!
ღმერთო! ჩემი წილი გზის დიდი ნაწილი ალბათ უკვე გავიარე. არასოდეს არ ყოფილა ეს გზა უეკლო, მაგრამ არავისთვის, მათ შორის შენთვისაც, დახმარება არ მითხოვია. ახლა გთხოვ: ღმერთო, უმკურნალე ჩემს სამშობლოს!“ – წერს თამაზ ზერეკიძე.
სამართალდამცველებმა უზნაძის ქუჩაზე, N 117-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, 19 წლის ანა ხელაძე ყელგამოჭრილი ორი დღის წინ იპოვეს. მკვლელობის ფაქტზე, გარდაცვლილის ბიძაშვილი, 22 წლის რობერტ ახალაია დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები