ირაკლი კობახიძემ საქართველოში იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ტოშიო კაიტანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის გააქტიურების პერსპექტივები განიხილეს.
ირაკლი კობახიძემ იაპონიის ელჩს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თავის მხრივ, ტოშიო კაიტანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მომავალი ელჩის ბიოგრაფია გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები