გიორგი ჩერქეზიშვილი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

17 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს და უკრაინის „ტრასეკას“ ეროვნულ მდივანს, ვიქტორ დოვგანს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა იმსჯელეს ტრანსპორტის სფეროში, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ასევე განიხილეს ევროპა-კავკასია-აზიის დერეფანში საერთაშორისო ტრანსპორტირების განვითარების საგზაო რუკა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგულარული საბორნე მიმოსვლის და გამჭოლი ტარიფების მნიშვნელობაზე.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ვიქტორ დოვგანი   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, რამაზ ბოლქვაძეს, სს “საქართველოს რკინიგზისა“ და ნავსადგურების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები