თბილისს რუსი დეპუტატების დელეგაცია ეწვევა

საქართველოს დედაქალაქში რუსი დეპუტატები ჩამოვლენ. დეპუტატები ქართველი კოლეგების მოწვევით, მოსალაპარაკებლად ჩამოდიან. ამის შესახებ რუსულ გამოცემა “იზვესტიას” რუსეთის დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა განუცხადა.
“ჩვენ აუცილებლად ჩავალთ თბილისში, საქართველოში მინიმუმ 10 წელია არ ვყოფილვართ. ამასთან, ასეთი კონტაქტები აუცილებელია საკითხების მთელი სპექტრის მოსაგვარებლად”, – განაცხადა კალაშნიკოვმა.
რუსი დიპლომატის განცხადებით, სწორედ საპარლამენტო დიპლომატია უნდა დაეხმაროს ორივე ქვეყანას “რთული საკითხების” გადაწყვეტაში.
როგორც გამოცემას “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელმა, გიორგი ლომაიამ განუცხდა, ამგვარი დიალოგის გარეშე, შეუძლებელია ჩიხიდან გამოსვლა და მსგავსი შეხვედრებისგან ორივე მხარე კონკრეტული შედეგების მიღებითაა დაინტერესებული.
აქვე აღნიშნულია, რომ არაფორმალურ ჯგუფს, შეხვედრის შედეგიდან გამომდინარე, შესაძლოა,ოფიციალური სტატუსი მიენიჭოს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები