პეტრო პოროშენკო: ჩვენ გვყავს საერთო აგრესორი – რუსეთის ფედერაცია

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზის მონახულებისას განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინას საერთო აგრესორი – რუსეთის ფედერაცია ჰყავს. მისივე თქმით, რუსეთი იძულებული იქნება, რომ ტერიტორიების დეოკუპაციისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგას.
“ჩვენ გვაქვს მსგავსი სიტუაცია უკრაინასა და საქართველოში. ორივე ქვეყანა ვსარგებლობთ ასოცირების შეთანხმებით ევროკავშირთან, უვიზო რეჟიმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი არის უიმედობა, ჰუმანიტარული კატასტროფა. რა უნდა გავაკეთოთ ამის გადასაჭრელად? მე ვფიქრობ, პოლიტიკურ-დიპლომატიური გზა – მთელი მსოფლიოს ერთიანობა, სოლიდარობა საქართველოსა და უკრიანისადმი. რუსეთი არის იზოლაციაში და ის იძულებული იქნება, რომ გადადგას ნაბიჯები ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის”,- განაცხადა პოროშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები