პრეზიდენტი: ოკუპაციის ხაზები დაინგრევა და ჩვენი სახელმწიფოები იქნებიან ისეთივე სუვერენულები, როგორც ამას აღიარებს ყველა სახელმწიფო, რუსეთის გარდა

“ოკუპაციის ხაზთან ვიმყოფებით ორი ქვეყნის პრეზიდენტი, ორი ამაყი ხალხის პრეზიდენტი, რომლებიც არ ეგუებიან რუსეთის აგრესიას” , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქართველები და უკრაინელები არ ეგუებიან იმ ცინიზმს, რომლითაც რუსი სამხედროები მათი მორალისა სიმტკიცის გატეხას ცდილობენ.
„დღეს ოკუპაციის ხაზთან ვიმყოფებით ორი ქვეყნის პრეზიდენტი, ორი ამაყი ხალხის პრეზიდენტი, რომლებიც არ ეგუებიან რუსეთის აგრესიას და არ ეგუებიან იმ ცინიზმს, რომლითაც რუსი სამხედროები ცდილობენ გატეხონ ჩვენი სიმტკიცე და მორალი, მაგრამ არც ქართველები და არც უკრაინელები არასდროს არ გამტყდარან, მათ აქვთ ძალიან დიდი სიმტკიცე და ასეთი ოკუპაციის ხაზები ჩვენს ქვეყნებში დაინგრევა და გაერთიანდება ჩვენი სახელმწიფოები, იქნებიან ისეთივე სუვერენულები, ისეთივე დამოუკიდებლები, როგორც ამას აღიარებს ყველა სახელმწიფო მსოფლიოში, ერთი სახელმწიფოს – რუსეთის გარდა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილი საოკუპაციო ხაზთან უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები