GIPA-ს სტუდენტების ორგანიზებით, დოკუმენტური ფილმების საღამო გაიმართება

19 ივლისს, 20:00 საათზე, GIPA-ს სტუდენტების ორგანიზებით, დოკუმენტური ფილმების საღამო მოეწყობა. კინოჩვენებას კაფე ,,მზიური’’ უმასპინძლებს.
ღონისძიების მიზანია დოკუმენტური კინოს პოპულარიზაცია, დოკუმენტური კინემატოგრაფში ახალი ტენდენციების ცოდნის გაზიარება და შემოქმედებითი ფილმების მიმართ საზოგადოების მეტი დაინტერესება.
ფესტივალისთვის შერჩეულია ჯიპას სტუდეტნების მიერ შექმნილი 5 დოკუმენტური ფილმი, რომელიც საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების წარმოჩენით, მაყურებელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ნამუშევრებს თავად ფილმის ავტორები წარადგენენ.
სტუდენტების ნამუშევრები მაყურებელთა ყველაზე მეტი მოწონების გათვალისწინებით შეირჩა: ,,ქაოსი-წესრიგი’’ – გიორგი ფაქროსაძის ფილმი 21-ე საუკუნის თანამედროვე ციფრული ბიუროკრატიის სახეს – ქაოსური რიტმით შენიღბულ წესრიგზე მოგვითხრობს.
,,მაღარო“- ქეთი ბიგვავასა და თეა გამეზარდაშვილის რეჟისორობით გადაღებულ ფილმში ასახულია მაღაროელის ცხოვრება, რომელიც იძულებულია, სწორედ იმ გვირაბში იმუშაოს, რომელიც მის სახლს საძირკველს ურყევს.
,,მეგობარი“- გიორგი ჩაგელიშვილი მაყურებელს ვარდისუბნელი ბიჭის ცხოვრებაზე უყვება, რომელიც უმაღლესში სწავლისთვის ემზადება, თუმცა, უმეტეს დროს, მუშაობა საქონლის ბაზრობაზე უწევს,  ხანაც – ბოსტნეულის მაღაზიაში.
,,გურამი და ციცინო’’- ფილმი ასახავს „კათარზისის“ ბინადრების ურთიერთობას მუსიკასთან და ერთმანეთთან, რომლებსაც სჯერათ, რომ ახალი თავგადასავლების დაწყება არასდროს არის გვიანი, ასევე ნაჩვენები იქნება ლეილა მუსტაფაევას ფილმი „ღირსება“.
კინოჩვენებების შემდეგ დისკუსია გაიმართება, რომელიც განიხილავს ქართული დოკუმენტური კინოწარმოების პრობლემებსა და მიღწევებს.
საღამოზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები