ქართული კინო სარაევოს კინოფესტივალზე

ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს ქართული ფილმები განსაკუთრებული მასშტაბით არის წარმოდგენილი.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, კინოფესტივალის თითქმის მთელი პროგრამა ქართველი რეჟისორების ნამუშევრებით არის დაკომპლექტებული.
მთავარ კონკურსში მონაწილეობს ორი ქართული ფილმი – ანა ურუშაძის დებიუტი „საშიში დედა” და რეზო გიგინეიშვილის „მძევლები”.
დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში მოხვდა რატი ონელის ფილმი „მზის ქალაქი”.
ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის არაერთი პრიზის მფლობელი „ჩემი ბედნიერი ოჯახი” წარმოდგენილია სექციაში „ფოკუსი”, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში კი იხილავთ ანა სარუხანოვას „სრულყოფილ შეკვეთას”.
გიორგი ოვაშვილის ახალი პროექტი „უღელტეხილი” კი ინდუსტრიულ სექციაში Cinelink მონაწილეობს.
სარაევოს კინოფესტივალი ბოსნია-ჰერცეგოვინაში 2017 წლის 11-18 აგვისტოს ჩატარდება. ფესტივალი საკმაოდ მაღალი დონის არის და მას ყოველწლიურად არაერთი ვარსკვლავი ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები