„ევრაზიადოკ – 2017“-ის შედეგები ცნობილია

„ევრაზიადოკ – 2017“-ის  წლის ინდუსტრიული შეხვედრების შედეგები ცნობილია. როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, სომხეთში გამართულ დოკუმენტური პროექტების პრეზენტაციაზე ქართველმა მონაწილეებმა შეძლეს მოწვეული ევროპელი პროდუსერებისა და ტელევიზიების დაინტერესება.
სომხეთში წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული პროექტები:

1. “ნუცა” – რეჟისორი: ნუცა ალექსი-მესხიშვილი
2. “მარცხნივ” – რეჟისორი: სალომე ლაცაბიძე
3. “ის, რაც დამავიწყდა” – რეჟისორი: ზურა მამაგულაშვილი
4. “ჩემი მეზობელი” – რეჟისორი: მარადია ცაავა

ინდუსტრიულ შეხვედრებზე მოწვეულთა შორის იყო Dok Leipzig-ის წარმომადგენელი, რომელმაც „ევრაზიადოკის“ 12 პროექტს შორის შეარჩია ქართული პროექტი “ჩემი მეზობელი” (რეჟ. მარადია ცაავა) და ავტორი მიიწვია ლაიფციგის ფესტივალის კო-პროდიუსერების შეხვედრებზე, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება.
„ევრაზიადოკი“ 2011 წელს დაარსდა ფრანგული ასოციაციის Docmonde-ს ინიციატივით. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს დოკუმენტალისტებს იდეის განვითარებაში, სცენარის წერასა და განვითარებული პროექტების ევროპელი პროდიუსერებისა და ტელევიზიებისთვის წარდგენაში.
„ევრაზიადოკი“ აერთიანებს ქართველ, რუს, სომეხ, თურქ და შუააზიელ დოკუმენტალისტებს.
„ევრაზიადოკის“ პროგრამა საქართველოში კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები