პეტრო პოროშენკო საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები სოფელ ოძისთან, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტმა და სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ მიაწოდეს. უკრაინის პრეზიდენტი ოკუპირებულ რეგიონში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობითა და ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობით დაინტერესდა. პოროშენკომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებული მდგომარეობა დონბასში არსებულ ვითარებას შეადარა.
ცნობისთვის, პეტრო პოროშენკო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისს და ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს დაათვალიერებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები