დიმიტრი ქუმსიშვილი ერთდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ერთდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციათა უმაღლესი დონის სამმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრის მსვლელობისას მოხსენებას გააკეთებს და თავის აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან ერთად, საბაჟო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სამმხრივი შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გადაზიდვების მიმართებით, საბაჟო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებია. შეხვედრის დასასრულს, მინისტრები საბაჟო სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები