თათია დოლიძის მეუღლე: ძალიან მალე გაირკვევა სიმართლე და არც ერთს არ შეგრჩებათ!

“ყველა იმ გარეწარს, ვინც ემუქრება ჩემს ოჯახს და იკადრა ჩემს მეუღლეზე ეს ენით აღუწერელი სიბინძურის დაწერა! ძალიან მალე გაირკვევა სიმართლე და არც ერთს არ შეგრჩებათ!”, – ასე გამოეხმაურა გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის მეუღლე ვაკო თურნავა “ქართველთა მარშის” ორგანიზატორთა და მხარდამჭერთა ნაწილის მხრიდან თათია დოლიძის მიმართ შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ კომენტარებს.
როგორც მან აღნიშნა, ლიბერალებმა იმათ უნდა გამოუცხადონ სოლიდარობა, ვისი ოჯახებიც მიწასთან გასწორებული ჰყავდათ წლების მანძილზე.
“ყველა იმ გარეწარს, ვინც ემუქრება ჩემს ოჯახს და იკადრა ჩემს მეუღლეზე ეს ენით აღუწერელი სიბინძურის დაწერა! ძალიან მალე გაირკვევა სიმართლე და არც ერთს არ შეგრჩებათ! სიტყვები არ მყოფნის, რა უნდა დავუძახო თქვენს საქციელს, ქვეყნის დამქცევი ნ…ი ხართ… რაც შეეხება ლიბერალიზმის მამებს, შეწყვიტეთ ვითომდა სოლიდარობის გამოცხადება, ამის მორალური უფლებაც კი არ გაქვთ. თქვენ იმათ გამოუცხადეთ სოლიდარობა, ვისი ოჯახებიც მიწასთან გასწორებული გყავდათ წლების მანძილზე”, – წერს სოციალურ ქსელში ვაკო თურნავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები