“ტარიფის ზრდა რეგიონებში დამატებითი საინვესტიციო სამუშაოებისა და ათობით სოფლის გაზიფიცირების პროცესს უკავშირდება”

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის თქმით, გაზის ტარიფის ნახევართეთრიანი გაზრდა თბილისელების ბიუჯეტზე ძალიან მინიმალურად აისახება.
ამის შესახებ ვალიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თქმით, რეგიონებში გაზის ტარიფის გაზრდა საინვესტიციო სამუშაოების განხორციელებამ გამოიწვია, კერძოდ მინისტრის მოადგილის გამარტებით ეს გადაწყვეტილება იმ სოფლების გაზიფიკაციის პროცესს უკავშირდება სადაც ამ დრომდე ბუნებრივი აირი არ არის. მისი თქმით, განსხვავებული ტარიფი, რეგიონებსა და დედაქალაქს შორის გამოწვეულია საინვესტიციო კომპონენტის გამო.
“თბილისელებისთვის გაზის ტარიფის გაზრდა მოსახლეობის ბიუჯეტზე არ აისახება. ფაქტობრივად ზრდა არც არის ნახევარ თეთრიანი ზრდაა. რაც შეეხება ტარიფის ზრდას რეგიონეში ეს გამოწვეულია იმ საინვესტიციო სამუშაოების განხორციელებით, რომელიც გაზიფიკაციის კუთხით, წლების განმავლობაში მიმდინარეობს. განსხვავებული ტარიფი, რეგიონებსა და დედაქალაქს შორის გამოწვეულია საინვესტიციო კომპონენტის გამო. – განაცხადა ვალიშვილმა.
თბილისელი მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი 1 კუბურ მეტრზე თითქმის ნახევარი თეთრით გაიზარდა და 46.153 თეთრი გახდა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სემეკმა დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები