საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო თათია დოლიძის მიმართ გავრცელებულ ძალადობრივ განცხადებებს ეხმიანება

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო კატეგორიულად გმობს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ძალადობრივ განცხადებებს.
საბჭოს შეფასებით, თათია დოლიძის შემთხვევა არ არის პირველი, როდესაც ქალი ხდება განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი, მისი საზოგადოებრივი აქტიურობისა თუ წარმატების გამო. მსგავსი უხეში ფორმები ხშირად გამოიყენება ქალის საჯარო სივრციდან განდევნის საშუალებად, რაც პრინციპულად მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
საბჭო მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და ინტერესით ელოდება გამოძიების შედეგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები