ფერმერებმა სამეცნიერო-კველვითი ცენტრის ბაზები დაათვალიერეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურასა და წილკნის სადემონსტრაციო ბაზები პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ მონაწილეებმა დაათვალიერეს. ღონისძიების ფარგლებში, ფერმერებმა, სტუდენტებმა და დაინტერესებულმა პირებმა ვენახის მოვლა-ფორმირების, ნერგების შენახვის, მყნობის ტექნოლოგიებისა და ხეხილის ბაღების გაშენების შესახებ კომპეტენტური პირებისგან ინფორმაცია მიიღეს. დაინტერესების შემთხვევაში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ფერმერებს სხვადასხვა საკითხზე კონსულტაციას გაუწევენ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში, ფერმერებმა ორკვირიანი გადამზადების კურსი რუსთავსა და მარნეულში გაიარეს. ამ პერიოდის განმავლობაში, 500-მდე ფერმერი გადამზადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები