გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის – „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში” მხარდაჭერით, შეიმუშავა კომიტეტის სტრატეგია (2030 წლამდე) და შესაბამისი სამოქმედო გეგმა მომდევნო ოთხი წლისათვის (2017-2020).
აღნიშნული სტრატეგია-სამოქმედო გეგმის წარდგენა და განხილვა დღეს, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” შედგა. გარდა ამისა, პროექტის საერთაშორისო კონსულტანტმა, რონ ვითთმა გააკეთა პრეზენტაცია თემაზე – „საერთაშორისო და ევროპული გავლენა საქართველოში მიმდინარე გარემოსდაცვით საკითხებსა და პროცესებზე”.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეებმა სოლომონ პავლიაშვილმა და მაია ბითაძემ, აგრეთვე, ამავე სამინისტროს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა.
შეხვედრა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.
დისკუსიის შედეგად, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა წინადადება და მოსაზრება გამოითქვა, რომლებიც დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში იქნება გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები