კვიციანის სკანდალური განცხადება: მომავალი მსხვერპლი სანაიასავით ვფიქრობ, რომ ვანო ჯავახიშვილი იქნება

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში სკანდალური შინაარსის პოსტს აქვეყნებს. ის ფიქრობს, რომ ჯორჯ სოროსი საქართველოში რადიკალური ზომების გატარებას გეგმავს.
კვიციანი ვარაუდობს, რომ აღნიშნული მიზნით, ის იუმორისტ ვანო ჯავახიშვილის მკლელობას მიმართავს.
„მეგობრებო, დიდი ყურადღება გვმართებს! შესაძლებელია, საქართველოს ამჟამინდელი და ბოლო 25 წლის მტერი საქართველოსი, სახელად სოროსი, გადავიდეს რადიკალურ ზომებზე! მისი ძალები საგრძნობლად შესუსტდა მთელ მსოფლიოში და ასეთ შემთხვევაში, რა შეიძლება მოიმოქმედოს? სისხლისღვრა ახასიათებთ!უახლოესი წარსული გაიხსენეთ, გიორგი სანაია. ვინ შეიძლება იყოს მომავალი მსხვერპლი სანაიასავით? ყველამ თქვენი კომენტარი გააკეთეთ. მე ვფიქრობ, რომ ვანო იქნება, ჯავახიშვილი. ასე თუ ისე, ნიჭიერი მასხარაა და ახალგაზრდობას შეაყვარა თავი და პიარსაც გვარამია პროკურორის ტელევიზია სერიოზულს ააგორებს!სუსს, შსს-ს, პროკურატურასა და სასამართლოს დაბლოკავენ ისევე, როგორც ჟვანიას შემთხვევაში, შარაძისა და უამრავი მკვლელობის გაუხსნელობით ფაქტები გვახსოვს სააკაშვილის პერიოდიდან! წარმოიდგინეთ ჟურნალისტების 90% რამხელა დაფინანსებას მიიღებენ და როგორ “გააპრავებენ” ყოველივეს და როგორ აღმოჩნდება უდანაშაულო ადამიანი ციხეში! და საქართველო ისევ მათ საჯირითო ველად იქცევა!
ამიტომ ვაფრთხილებ სპეცსამსახურებს და კერძოდ, იმ სავარაუდო მკვლელს, რომელიც მიჩენილია “რუსთავი 2”-ის თვალყურისთვის, როცა ბრძანებას მიიღებ, ეს ბრძანება იქნება უკანონო და არ შეასრულო. უბრალოდ, გამოდი და ამხილე, ვინც შეგიკვეთა! პირობას გაძლევ, რომ ყველა პატრიოტი გვერდში დაგიდგებით და დაგიცავთ! ყველამ იქ, იმ ადგილზე ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, სადაც ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ!დიდება ღმერთს!!!“, – წერს კვიციანი.
კვიციანის აღნიშნულ პოსტს ასევე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „რუსთავ 2“ -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
„ვაფრთხილებ საქართველოს ხელისუფლებას, თუ მისი სატელიტის ეს ბოდვა იმგვარ შედეგს გამოიღებს, რომ ვანო ჯავახიშვილის თავიდან ერთი თმის ღერი მაინც ჩამოვარდა, მერე საკუთარ თავს დააბრალოს. მთელი არხის სახელით, მოვითხოვ დაუყოვნებლივ რეაგირებას“, -წერს ნიკა გვარამია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები