თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალ მონაცემთა ცენტრისა და ქსელური ინფრასტრუქტურის პრეზენტაცია გაიმართა

საერთო სასამართლოების ახალი მონაცემთა ცენტრისა და ქსელური ინფრასტრუქტურის პრეზენტაცია გაიმართა. საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მონაცემთა განახლებული ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში განთავსდა, რომლის საშუალებითაც საერთო სასამართლოების სისტემაში ორმოცამდე ელექტრონული სერვისის განხორციელებაა შესაძლებელი. კერძოდ, საქალაქო/რეგიონული, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს საქმის წარმოების ელექტრონული და სასამართლოს სხდომების აუდიოჩაწერის სისტემები, საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების, სასამართლოს გადაწყვეტილებების ელექტრონული საძიებო და არსებული სხდომების ავტომატური გამოქვეყნების სერვისები.
პრეზენტაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ გახსნა. ღონისძიებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე და საბჭოს წევრები, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, გერმანიის საერთაშორისო დახმარების GIZ-ის სამართლებრივი პროექტის ხელმძღვანელი საქართველოში – თომას მაიერი და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი რენატა ვინტერი ესწრებოდნენ.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის, საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური დეპარტამენტის, საქართველოს პრეზიდენტის ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ-ის მხარდაჭერით განხორციელდა. ახალი მონაცემთა ცენტრი, რომლის ღირებულებამაც 1 584 215 ლარი შეადგინა, დუბლირებულია, რაც თავის მხრივ, სერვისების დროებით, შეფერხებით მიწოდებას ან შეჩერებას გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები