დედაქალაქის გენგეგმის მიხედვით, ტაქსებს რეგულაციები დაუწესდებათ

“ტაქსების სისტემის გაუმართაობა ძლიერ გავლენას ახდენს თბილისის „პარაზიტული“ ხასიათის ტრაფიკის ჩამოყალიბებაში”, -ამის შესახებ თბილისის გენგეგმაშია ნათქვამი.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დედაქალაქის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
“ოფიციალური და არაოფიციალური ტაქსის მძღოლები ეჯიბრებიან ერთმანეთს მგზავრთა მოპოვებისათვის თბილისის გზებზე, მოულოდნელად ჩერდებიან ნებისმიერი მოთხოვნის შესაბამისად და დამატებით დატვირთვას ქმნიან ქსელზე უმგზავროდ მოძრაობისასაც, რითაც ხელს უწყობენ საცობების წარმოქმნას”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები