„რუსეთის ქმედებებმა – ქვეყნების რეგიონების ოკუპაციამ და მილიტარიზაციამ დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების გარემო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციას რუსეთის მხრიდან ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო და უკრაინა დიდი გამოწვევების წინაშე დგანან, რუსეთის ქმედებებმა – ქვეყნების რეგიონების ოკუპაციამ და მილიტარიზაციამ დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების გარემო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში.
მისივე განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის ნება მტკიცეა და  ევროპისკენ არის მიმართული.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური და ურყევი თანადგომით, მივაღწევთ ჩვენი ქვეყნების დეოკუპაციას და გამთლიანებას.
იმის მიუხედავად, რომ ამ გზაზე ორივე ქვეყანა მნიშვნელოვანი დაბრკოლებებისა და სირთულეების წინაშე აღმოჩნდა, ქართველმა და უკრაინელმა ხალხებმა საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიოდ დაანახეს, რომ ჩვენი ერების ნება მტკიცეა, ჩვენი ნება უცვლელია და ჩვენი გზა არის ევროპისკენ მიმართული და ვერაფერი შეცვლის ჩვენი ხალხების გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიცით, რომ ეს გზა ადვილი არ არის, გამოწვევები კვალავაც გაგრძელდება, მაგრამ ვიცით ისიც, როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. ეს არის რეფორმების გაძლიერება, ეკონომიკის მდგრადი განვითარება, დემოკრატიული ღირებულებების მტკიცე დაცვა და, რაც მთავარია, ერთმანეთის მხარდაჭერა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები