სახალხო დამცველის აპარატის გორის რეგიონული ოფისი გაქურდეს

სახალხო დამცველის აპარატის გორის რეგიონული ოფისი გაქურდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.
“დღეს, დილით, სახალხო დამცველის აპარატის გორის რეგიონული ოფისის თანამშრომელს გორის ოფისის კარი გატეხილი და თავად ოფისი გაქურდული დახვდა. წაღებულია ოფისის კუთვნილი ტექნიკა – პორტატიული სამუშაო კომპიუტერი, რომელშიც სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისში შესული განცხადებების ელექტრონული ვერსიები ინახებოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელსა და განმცხადებელს შორის არსებული ურთიერთობა თავისთავად გულისხმობს კონფიდენციალობას. შესაბამისად, კომპიუტერში არსებული მასალის რაიმე სახით გასაჯაროებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს განმცხადებელთა ინტერესები, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ისეთ სენსიტიურ რეგიონში, როგორიც ქვემო ქართლია.
საქმეში დილიდან ჩართულია პოლიცია, ადგილზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტები. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ობიექტურად, ეფექტურად და სწრაფად ჩატარდება”, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები