გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბება, ორი ქვეყნის საერთო ინტერესები და გამოწვევები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რაც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას გულისხმობს. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობას, საქართველოსა და უკრაინის ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს, ასევე, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა მასშტაბური საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების, ასევე – ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები