პოროშენკო: საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთზე წნეხი უნდა გაგრძელდეს

“საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთზე წნეხი უნდა გაგრძელდეს, ვიდრე რუსეთი მინსკის შეთანხმებებს სრულად არ შეასრულებს”, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

პოროშენკომ საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა.

„ჩვენ გაგვაჩნია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები, საქართველოსთვის ეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთია, ხოლო უკრაინისთვის – ანექსირებული ყირიმი და ოკუპირებული აღმოსავლეთ უკრაინა, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რუსეთზე წნეხის განხორციელება უნდა გაგრძელდეს, ვიდრე მინსკის შეთანხმებები სრულად არ იქნება შესრულებული, ვიდრე რუსეთის შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან არ იქნება გამოყვანილი“, – განაცხადა პოროშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები