კახა კალაძე: გაზის ტარიფთან დაკავშირებით, მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას დაველოდოთ

“ქართული ოცნების “თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გაზის ტარიფთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მარეგულირებელი კომისია მუშაობს.
მისივე თქმით, გაზის ტარიფი ბოლოს 2007 წელს დადგინდა. მას შემდეგ, 2012 წელს, 5 თეთრით გაიაფდა.

“თუ არ ვცდები, გაზის ტარიფი ბოლოს 2007 წელს იყო დადგენილი და მას შემდეგ არ მომხდარა მისი გადახედვა, თუ არ ჩავთვლით 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და 5 თეთრით შევამცირეთ ბუნებრივი აირის ფასი”, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა, მოხდეს სუბსიდირება, კალაძემ აღნიშნა, რომ მას ამ საკითხზე პასუხი არ აქვს.

“ვერ გეტყვით, ეს შეკითხვა ალბათ ენერგეტიკის მინისტრს უნდა დაუსვათ. თვითონ ფასებს რაც შეეხება, დაველოდოთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას”, -განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისათვის: სემეკი ბუნებრივი აირის ახალ სამომხმარებლო ტარიფს დღეს დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები