„მე ვარ მწვანე“ – სასტუმრო „ვერა ჰაუსმა“ კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის საავტორო პროექტს უმასპინძლა (ვიდეო)

„მე ვარ მწვანე“ – ამ სახელწოდებით საღამო სასტუმრო „ვერა ჰაუსმა“ კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის საავტორო პროექტს უმასპინძლა. კომპოზიტორის თქმით, სასტუმრო „ვერა ჰაუსში“, ანუ სიმწვანეში ჩატარდა ეს კონცერტი და გამართლებული იყო ეს სახელწოდება.
„ამავდროულად, მწვანე ჩემი საყვარელი ფერია და მას მრავალი წიაღსვლა აქვს. ბუნების, სიცოცხლის საწყისის ფერია, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, შუქნიშნის პრინციპით, მწვანე ადამიანები ყველაზე გახსნილები არიან… ანუ მე არ ვარ ყვითელი… მე ვარ მწვანე. მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ“…
საღამოს ორგანიზატორები: ზურა მჭედლიშვილი და ანა ჩანგიანი იყვნენ, იდეის ავტორი – ზურა მჭედლიშვილი.
ეს იყო კომპოზიტორის საავტორო პროექტი, იგივე შემოქმედებითი საღამო, სხვა რაკურსით. თეატრალიზებული პერფორმანსით, ბიოგრაფიული ჩანართებით ქეთი გაბისიანის პორტრეტი შეიქმნა.
ფორტეპიანოზე უკრავდა თავად კომპოზიტორი, მეგობარ მუსიკოსებთან ერთად. ესენი იყვნენ: ინსტრუმენტალისტები – ლევან დეისაძე და ზაზა ცერცვაძე, ასევე კონცერტში მონაწილეობდნენ: პიანისტები – პაატა ანდრიაძე და პაპუნა შარიქაძე, კუბელი პიანისტი, დაირამირ გონსალესი, თეატრალურის „კვარტეტი“ და ანსამბლ „მზიურის“ გოგონები.
საღამოს საინფორმაციო მხარდამჭერი იყო საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“.

https://www.youtube.com/watch?v=1tr8dLTAvwM&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები