ხატია ბუნიათიშვილმა ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობა გერგიევის გამო არ მიიღო

ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა 14 ივლისს პარიზში, ეიფელის კოშკთან. როგორც გაირკვა, კონცერტში ქართველ პიანისტს ხატია ბუნიათიშვილსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა მან უარი გერგიევის გამო თქვა, რომელიც კონცერტს დირიჟორობდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პიანისტის დედა ნატალია ბუნიათიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს: „ჩემო მეგობრებო, ხატიამ უარი თქვა პარიზში „ბასტილიის დღის“ – საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე, გერგიევის გამო. ამით მან გააპროტესტა ის, რომ საფრანგეთში, ადამიანების უფლებების დამცველ ქვეყანაში, გერგიევის მოწვევა, რომელმაც ცხინვალში იდირიჟორა რუსეთის ჯარისთვის, რომელმაც სირიაში იდირიჟორა ასადისთვის – ეს გაუპროტესტა ხატიამ ფრანგებს. როგორ კადრულობს საფრანგეთი, როგორ აყენებთ შეურაცხყოფას ადამიანის უფლებების დამცველ ქვეყანას გერგიევის მაესტროდ მოწვევით.
დიახ, მართალი ხართ, ეს გააპროტესტა ხატიამ, როგორც ქართველმა და როგორც მსოფლიო მოქალაქემ და უარი თქვა ამ ცდუნებაზე. აბა, სიმღერა და დაკვრა და მერე გაპროტესტება არაფერს ნიშნავს. ხატიას სხვა მუსიკოსებიც ასევე რომ აჰყოლოდნენ, ეს მოიტანდა შედეგს და არა ის, რომ „არა ოკუპაცია“ იძახო ფეისბუქზე და პარალელურად გერგიევთან ერთად იმღერო თუ დაუკრა, გინდაც ხელი არ ჩამოართვა, გინდაც ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნო… შედეგს გამოიღებს ნამდვილი სანქცია გერგიევის წინააღმდეგ, რომელიც იქნება უარის თქმა მასთან გამოსვლაზე. ნამდვილი სანქცია მის წინაამდეგ ის არის, როდესაც აკარგვინებ სამსახურს, როდესაც მასზე უარს ამბობენ. ეს მოხდება, თუკი ყველა გავაპრორესტებთ და მასზე უარს ვიტყვით. “… – წერს ნატალია ბუნიათაშვილი ვრცელ სტატუსში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები