პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი ცხადდება

​საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსს მისი მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევად.
როგორც „კვირას„ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2017 წლის 14 აგვისტოს, 17:00 საათამდე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.
დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველმა უნდა მიმართოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს: თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4, ტელ. 214 53 01.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები