თურქეთში, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად 17 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

თურქეთში, ჰაქარის პროვინციაში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად, 17 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრების მიერ გზაზე იყო განთავსებული.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილას, დამნაშავეების ნეიტრალიზების მიზნით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები