მიხეილ იოსელის საღამო გაიმართება

17 ივლისს, 19.00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, საზაფხულო ლიტერატურული სემინარები – საქართველოს ფარგლებში, მიხეილ იოსელის საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საღამოზე ავტორი წაიკითხავს თავის ნაწარმოებებს.
ლენინგრადში დაბადებული მიხეილ იოსელი არის საზაფხულო ლიტერატურული სემინარების საერთაშორისო პროგრამების დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (www.sumlitsem.org), მონრეალის კონკორდიის უნივერსიტეტში ინგლისურის პედაგოგი.
არის ლიტერატურული „სამიზდატის“ მოძრაობის ყოფილი წევრი და samizdat-ის ლიტერატურული კლუბის – 81 წევრი ლენინგრადში, ყოფილ სსრკ-ში.
იგი არის ავტორი მოთხრობების კრებულისა: „ის, რაც ყველა მონადირემ უნდა იცოდეს“ (W.W. Norton). ჯეფ პარკერთან ერთად ამერიკული ანთოლოგიის – „აშშ რუსი მწერლების თვალით“ (Dalkey Archive, 2004) და მოთხრობების: ახალი რომანი ახალი რუსეთიდან (Tin House, 2010) თანაგამომცემელია: ის არის Guggenheim Foundation-ისა და NEA-ს სტიპენდიანტი.
მისი მოთხრობები გამოქვეყნებულია მრავალ ლიტერატურულ ჟურნალში, თარგმნილია რამდენიმე უცხო ენაზე, მისი მოთხრობები შესულია საუკეთესო ამერიკული მოთხრობების ანთოლოგიაში, იგი წერს ამერიკული გამოცემისთვის: www.newyorker.com.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები