„Art-გენი 2017“-ის დასკვნით კონცერტზე „ნიაზ დიასამიძე & 33ა“ იმღერებს

23 ივლისს, 22:00 საათზე, ეთნოგრაფიიულ მუზეუმში, „Art-გენი 2017“-ის დასკვნით კონცერტზე: „ნიაზ დიასამიძე & 33ა“  გამოვა. მანამდე კი, 20:00 საათზე, ფოლკლორი: რაჭა, სამცხე – ჯავახეთი იქნება წარმოდგენილი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, დღის განმავლობაში გაიმართება ქართული ტრადიციული რეწვის გამოფენები. „შავფაროსნების“ საჩვენებელი შოუ, მათ შორის გამოფენა: „მე-19 საუკუნის ქართველთა თვალით დანახული ევროპა“; რეგიონების ფოლკლორული კონცერტები. ტრადიციულად წარმოდგენილი იქნება ასევე ჰამაკების ზონა და ქართული სამზარეულო.
„Art-გენი 2017“ -ის თბილისის ტური თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 17-24 ივლისს გაიმართება. წელს ფესტივალი მაყურებელს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს.
კულტურის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით, „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში 17 ივლისს თბილისის ტურს გახსნის Sophie villy . 18 ივლისს „Art-გენის“ სცენაზე ასევე პირველად წარსდგება ჯგუფი Asea sool,. 19 ივლისს ფესტივალის მსმენელისთვის რობი კუხიანიძე იმღერებს „აუთსაიდერ“ -თან ერთად ; 20 ივლისს – ჯგუფი „Reggaeon; 21 ივლისს – ჯგუფი „ფრანი“ . 22 ივლისს „Art-გენის“ სცენა ნინო ქათამაძეს და „ინსაითს“ დაეთმობა; 23 ივლისს კი – ნიაზ დიასამიძეს და „ 33ა“ -ს. „ Art-გენი 2017“ 24 ივლისს “სუხიშვილების” კონცერტით დაიხურება.
ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. წლების მანძილზე “ ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა. ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით Art-გენს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. ერთ-ერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა და განვითარებისთვის მეტი მოტივაცია შეუქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები