ოთარ აბესაძე: მინდა ოჯახს, მეგობრებსა და საზოგადოებას სინანულით მოვუხადო ბოდიში

დუმილის უფლებას, რომელსაც ვიყენებ, არ ნიშნავს, რომ არ ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, – ამის შესახებ სასამართლო პროცესზე თბილისის მერიის თანამშრომელმა ოთარ აბესაძემ განაცხადა.
როგორც აბესაძემ აღნიშნა, ის დუმილის უფლებასაც ინარჩუნებს იქამდე, სანამ საქმის განხილვა დაიწყება.
„მინდა ოჯახს, მეგობრებსა და საზოგადოებას სინანულით მოვუხადო ბოდიში, არ წარმოვადგენ მე იმ საშიშროებას, საფრთხეს, რომ საქმის მსვლელობას შევუშალო ხელი, მქონდა პროგრესული თანამდებობები, ვკითხულობ ლექციებს. არავინ არ მომცემს იმის უფლებას, რომ მივიმალო. არ წარმოვადგენ იმ ადამიანს, ვინც შეიძლება ზიანი მიაყენოს ამ საქმეს. სინანულით ვსაუბრობ და მზად ვარ ვითანამშრომლო. დუმილის უფლებასაც ვინარჩუნებ იქამდე, სანამ საქმის განხილვა დაიწყება. აუცილებლად ჩავერთვები საქმეში. არა ვარ ცუდი ადამიანი“, – განაცხადა აბესაძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2017 წლის მაისში დედაქალაქის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის მერიის სხვადასხვა სამსახურიდან საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები