გიორგი აბაშიშვილი: ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოება სწორედ იმ სატრანზიტო როლზე დგას, რომელიც დღეს საქართველოს აქვს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა საერთაშორისო კონფერენციის – “საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა” მიმდინარეობისას, ჟურნალიტებს განუცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა და ევროკომისარმა მარომ შევჩოვიჩმა შეხვედრაზე, ძირითადად, საქართველოსა და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.
როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოება სწორედ იმ სატრანზიტო როლზე დგას, რომელიც დღეს საქართველოს აქვს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ენერგოუსაფრთხოება და მთლიანობაში, საქართველოს როლი ენერგოთვალსაზრისით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ევროპისთვის. ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოება, დიდწილად, დგას სწორედ იმ სატრანზიტო როლზე, რომელიც აქვს დღეს ქვეყანას. შესაბამისად, განვიხილეთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც დღეს არის რეგიონში, იმისათვის, რომ ერთი მხრივ, საქართველო და რეგიონი და მეორე მხრივ, ევროკავშირი იყოს უფრო მეტად უსაფრთხო ენერგოთვალსაზრისით. ამავდროულად, მოგეხსენებათ, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ჩნდება უამრავი ახალი შესაძლებლობა საქართველოს ენერგოსექტორის განვითარებისთვის და საუბარი შეეხებოდა უკვე კონკრეტულ პროექტებს, იმ თვალსაზრისით, როგორ შეიძლება საქართველომ ეს შესაძლებლობები გამოიყენოს ენერგოსისტემის გაძლიერებისთვის“,- აღნიშნა აბაშიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ენერგოუსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები