ნინო წილოსანი: ჩვენი ვიზიტი ემსახურება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას იმ პირობებში, როდესაც ჩინეთი თავისი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება
“ჩვენი ვიზიტი ემსახურება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას იმ პირობებში, როდესაც ჩინეთი თავისი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც ეკონომიკური, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით ჩინეთი საქართველოსთვის განსაკუთრებულად საინტერესო ქვეყანაა თანამშრომლობისთვის.
„ბოლო 6 თვის მანძილზე ჩინეთში დიდი შვიდეულის ხუთმა ლიდერმა განახორციელა ვიზიტი, რაც ასევე ხაზს უსვამს ჩინეთის მნიშვნელობას დასავლელი პარტნიორებისთვის. ჩვენ ვართ მონაწილე „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ პროექტის, რომელიც ასევე ჩინეთის მხარის ინიციატივაა და ქვეყნებს, რომელიც ამ პროექტში მონაწილეობს, აკავშირებს როგორც ეკონომიკურად, ლოჯისტიკურად და ერთ-ერთი უსერიოზულესი გეოპოლიტიკური ფაქტორია“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.