გიორგი ვოლსკი: კშიშტოფ ბრეიზა ერთადერთი არ არის, პოლონელები საერთოდ გამოირჩეოდნენ მუდმივად სააკაშვილის მხარდაჭერით, მაშინაც კი, როდესაც სადისტობებს სჩადიოდა და გესტაპოს მეთოდებით მართავდა საქართველოს, მის გვერდით იდგნენ
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი
პოლონელი დეპუტატის, ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.
“კშიშტოფ ბრეიზა ერთადერთი არ არის, პოლონელები საერთოდ გამოირჩეოდნენ მუდმივად სააკაშვილის მხარდაჭერით, მაშინაც კი, როდესაც სადისტობებს სჩადიოდა და გესტაპოს მეთოდებით მართავდა საქართველოს, მაშინაც მის გვერდით იდგნენ, ეს ცნობილი გვარებია. კონტრშეტევა განახორციელა ახლა ქართულ მედიაზე, რომელიც ერთადერთს ესწრაფვის, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს თავის საზოგადოებას. სწორი შეფასებები მივცეთ მთავარია, ქართული საზოგადოება როგორ შეაფასებს ამას“, – აცხადებს ვოლსკი.